საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი | VIPOSITIONS

საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: 2,170 ლარი.
ადგილების რაოდენობა: 1.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა: გამოსაცდელი ვადის გარეშე.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერების და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული, თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.

შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის. ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის ა) ქვეპუნქტისა).

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:

  • პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას;
  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ბონუს სისტემას;
  • სამედიცინო დაზღვევას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

  • დეპარტამენტის კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა;
  • დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციაზე, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთდახმარებისა და ბავშვთა გატაცების საქმეებზე პასუხების უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო მოლაპარაკებებში იუსტიციის სამინისტროს ინტერესებისა და პოზიციის წარმოდგენა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლობებთან ურთიერთობა და საჭიროებისამებრ დოკუმენტაციის წარმოება;
  • დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი უწყებათაშორისო საბჭოების სამდივნოების ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი);
  • სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 4 წელი);
  • მენეჯერულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
  • საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • პროექტების მართვის გამოცდილება;
  • შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ცოდნა;
  • საერთაშორისო საჯარო სამართლის ცოდნა;
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ცოდნა;
  • სამართლებრივი ურთიერთდახმარების ძირითადი კონვენციების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სამართლებრივი წერის უნარი;
  • ეფექტური მართვის უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

საკონკურსო თემატიკა:

1. საერთაშორისო საჯარო სამართალი

  • შიდა სახელმწიფოებრივი რეგულირების როლი საერთაშორისო სამართალში;
  • იურისდიქციის პრინციპები;
  • იმუნიტეტის საკითხი სახელმწიფო იურისდიქციასთან მიმართებით;
  • სახელმწიფო პასუხისმგებლობა:

- როდის შეიძლება დადგეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა?
- საერთაშორისო დანაშაულები
- რა არის “სახელმწიფო აქტი” საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით?
- მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგები
- მართლსაწინააღმდეგო აქტის გამომრიცხავი გარემოებები;
- მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შედეგები;

  • უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა
  • საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი (ვენის კონვენცია) (ზოგადი მიმოხილვა, საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, მისი გამოყენების, დათქმების გაკეთების, ინტერპრეტაციის, ბათილობის, მოქმედების შეწყვეტისა და შეჩერების შესახებ);
  • სახელმწიფოთა წარმოქმნა;
  • დავების გადაწყვეტა მშვიდობიანი გზებით.

2. საერთაშორისო ორგანიზაციები:

  • საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი
  • გაერო და საერთაშორისო სამართალი
  • საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკა
  • ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ორგანოებში ანგარიშების წარდგენის მექანიზმი.

3. ადამიანის უფლებები:

  • საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპები;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები ევროპის საბჭოში:

- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლო;
- წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვის ევროპული კომიტეტი;

  • ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები გაეროს სისტემაში:

- რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი;
- ადამიანის უფლებათა კომიტეტი;
- ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი;
- წამების აკრძალვის კომიტეტი;
- ბავშვის უფლებათა კომიტეტი.

4. სამართლებრივი ურთიერთდახმარება:

  • “სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ” 1993 წლის მინსკის კონვენცია;
  • “სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ” 1959 წლის 20 აპრილის ევროპული კონვენცია და მისი 1978 წლის 17 მარტის დამატებითი ოქმი;
  • “სისხლის სამართლებრივ განაჩენთა საერთაშორისო აღიარების შესახებ” 1970 წლის 28 მაისის კონვენცია;
  • “ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის ჰააგის კონვენცია;
  • 1977 წლის 27 იანვრის ევროპული შეთანხმება “სამართლებრივი დახმარების თაობაზე გაკეთებული მიმართვების გადაცემის შესახებ”.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და შეავსოთ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს საიტზე: http://www.hr.gov.ge 2013 წლის 10 მარტის ჩათვლით.

გამოეხმაურე

დაწერე ქართულად



1